ეკა სეფაშვილი - წინა ელჩს დაჟინებით ვთხოვდით, თავი დაენებებინა ზოგადი ფრაზებით საუბრისათვის - ანალოგიური შეკითხვა მაქვს დანიგანთან: ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა თანხა, რითაც ასე ამაყობთ

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა გააგრძელა მისი წინამორბედის ცრუ რიტორიკა აშშ-ის მიერ საქართველოში დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით, რომელსაც, რატომღაც, კვლავ „დახმარებას“ უწოდებს,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი წერს.

როგორც ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, აშშ-დან არანაირი 6 მილიარდი დოლარი საქართველოში არ დახარჯულა და ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 4 მილიარდი 30 წლის მანძილზე, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანია ის მიზნობრიობა, თუ რისთვის იქნა გამოყენებული ეს თანხები.

„ამას თავი დავანებოთ ამ ეტაპზე... ჯერ ერთი - არანაირი 6 მილიარდი დოლარი საქართველოში არ დახარჯულა, ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 4 მილიარდი 30 წლის მანძილზე, მაგრამ ახლა არც ეს არის მთავარი. მთავარია ის, თუ რაში დაიხარჯა ამერიკული ფული. წინა ელჩს დაჟინებით ვთხოვდით და მოვუწოდებდით, თავი დაენებებინა ზოგადი ფრაზებით საუბრისათვის და პუნქტობრივად ჩამოეწერა, თუ რაში დაიხარჯა ამერიკიდან წამოსული თანხები. ზუსტად ანალოგიური შეკითხვა მაქვს ქალბატონ დანიგანთან - ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა ის თანხა, რითაც ასე ამაყობთ. იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერად მაინც გვექნება კონკრეტული პასუხი კონკრეტულ კითხვაზე“, - წერს ეკა სეფაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს