თბილისში პირველი საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი - Touch RGB გაიმართება

Touch Plarform-ის ორგანიზებით, 11 აპრილს საქართველოში პირველი საერთაშორისო დიზაინ ფესტივალი - Touch RGB-ს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქის მერიის პროგრამის - „თბილისი - იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქალაქი“ მხარდაჭერით, 11-14 აპრილს, TEC-ის ისტორიულ პავილიონში, OUCHHH-ის მსოფლიოში ცნობილი იმერსიული ინსტალაცია - „ადამიანის უჯრედების ატლასი“ (THE HUMAN CELL ATLAS) იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ინსტალაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა სივრცითი ფერწერის შედეგად შექმნილი ადამიანის უჯრედების ვიზუალიზაციაა.

საქართველოში პირველ საერთაშორისო დიზაინ ფესტივალს სამი ძირითადი თემა აქვს: UI/UX დიზაინი, გენერირებული დიზაინი - (კრეატივი, AI, ახალი მედიები), იმერსიული გამოცდილებები. ღონისძიება დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, სამუშაო შეხვედრებით და სხვადასხვა გასართობი აქტივობით.

„ფესტივალის მიზანია, აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობების განვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციაში შეუწყოს ხელი. ღონისძიებას გაუძღვებიან: MUSHO-ს დამფუძნებელი, Awwwards-ის ჟიურის პრეზიდენტი და Tekonauten-ის დამფუძნებელი, Nefflix - პროდუქტის წამყვანი დიზაინერი, Pentagram - კრეატიული დირექტორი: SJE-ის დამფუძნებელი, UX ტრენერი და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რომ OUCHHH სტუდიამ შექმნა, დაახლოებით, 75 საჯარო ხელოვნების პროექტი ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ტოკიო, ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, მექსიკა, სიეტლი, ჩიკაგო, მაიამი, აბუ დაბი, მილანი, პარიზი, მელბურნი, შანხაი, პეკინი, ვაშინგტონი, მონრეალი, სან პაულო, სეული, რომი, ჰონგ კონგი, ჯაკარტა, სინგაპური, ლონდონი, ბარსელონა, ბერლინი, დუბაი და ა.შ.

სტუდიის ნამუშევრებმა მსოფლიო აღიარება და საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ჯილდო მიიღო”,- ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია