საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (EU PSC) ელჩებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ არსებული გამოწვევები, ასევე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეების არჩევანის თავისუფლება იყოს გარანტირებული და არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ გარემოში. მთავარი ამოცანაა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები იყოს დაცული და ამაში გვჭირდება ევროპელი მეგობრების დახმარება სხვადასხვა საშუალებებით მათ შორის, სადამკვირვებლო მისიებით", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება