გარდაბნის მერია - ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ორი, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, პირველმა მოადგილემ რამაზ ბუდაღაშვილმა, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა ახალკაციშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ნორიოში ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელებული სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სპორტული მოედნები შემოისაზღვრა ბადე-პანელებით, მოეწყო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარებები და გარე განათების სისტემა.

„აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ბოლო პერიოდში 18 პროექტი განახორციელა, პროექტების ჯამური ღირებულება 3 მილიონ ლარს აღემატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება