ლაშა ცანავას ადვოკატი - უფლებამოსილების გადამეტება არის აბსურდი -  საქმის მასალებიც გამოგვატანეს და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მაკულატურა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპარლამენტო თანაშემწის, ლაშა ცანავას ბრალდება უფლებამოსილების გადამეტების საფუძველზე წარედგინა.

როგორც ადვოკატმა პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება დაწყებულია რამდენიმე პირის საჩივრის საფუძველზე.

მისივე თქმით, დაზარალებულია ორი პირი.

„დადგენილებაში წერია უფლებამოსილების გადამეტება, რაც არის აბსურდი. საქმის მასალებიც გამოგვატანეს და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მაკულატურა. პროკურატურას მოვუწოდებ, ნუ დასდევს იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ემსახურებოდნენ საქართველოს, ბრალი წაუყენონ და გამოძიება დაიწყონ იმ ადამიანებზე, რომლებიც ნამდვილად კრიმინალები არიან და რომლებიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.

სამართლებრივად საქმის მასალებში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ლაშაზე რამე სახის გამოძიება დაწყებულიყო. 15 წლის შემდეგ დაწყებული გამოძიება პირდაპირ მიანიშნებს, რომ არის პოლიტიკური.

მტკიცებულების სტანდარტი არ არის სტანდარტი, რითაც შეიძლება მოხდეს ადამიანისთვის ბრალის წაყენება. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ არის უფლებამოსილების გადამეტება.

გამოძიება დაწყებულია რამდენიმე პირის საჩივარზე. პირველად 2015 წელს დაიბარეს ლაშა. ორი პირია დაზარალებული“,- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება