კახა კალაძე - ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ „კანონი რუსულია“, ამბობდნენ, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყო

პროექტებს, რომლებიც პოლარიზაციისკენ და ექსტრემიზმისკენაა მიმართული, დონორი ორგანიზაციები ვერ დააფინანსებენ და სწორედ ეს არის ის, რაც მათ აწუხებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, თავად ფიქრობდა, რომ კანონის შემოღება დონორი ორგანიზაციებისთვისაც გამოსავალი იქნებოდა, რადგან არსებობს მაგალითები, როდესაც მათი დაფინანსებით “რევოლუციის ტრენინგებს აწყობდნენ”.

კახა კალაძის თქმით, ადამიანები, რომებიც დღეს ამბობენ, რომ კანონი რუსულია, ასევე ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი “დემოკრატიის შუქურა იყო”.

“თავიდან ვფიქრობდი, რომ კანონის შემოღება დონორი ორგანიზაციებისთვისაც გამოსავალი იქნებოდა. გახსოვთ, იყო შემთხვევები, როდესაც ისინი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგალითად, ერთ-ერთი ორგანიზაცია გვეუბნებოდა, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგებს ატარებდა და რეალურად ეს სიმართლე არ იყო, რევოლუციის ტრენინგს აწყობდნენ.

ამ კანონით ცხადი ხდება ის, რომ ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს. პროექტებს, რომლებიც პოლარიზაციისკენ და ექსტრემიზმისკენაა მიმართული, დონორი ორგანიზაციები ვერ დააფინანსებენ და სწორედ ეს არის ის, რაც მათ აწუხებთ.

მაშინ, როდესაც ყველას უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ კანონი რუსულია, ამბობდნენ, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყო”, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება