ნინო დოლიძე - ყველანაირი მიდგომა იქნება გამოყენებული, შესაძლოა ზოგიერთი ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენელი შევიდეს კომიტეტზე - მთავარია, მოვახერხოთ, რომ ხელისუფლებამ  გაიაზროს და ქვეყანას საფრთხე არ შეუქმნას

მოქალაქეებს კარგად ესმით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ყველას წინააღმდეგ, ვისაც განსხვავებული აზრი ექნება - ეს არის მიმართული იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში იცავენ საქართველოში დემოკრატიას, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს იარლიყის მიწებებას, რაც მიუღებელია.

„გარდა იმისა, რომ დეკლარაციებს ვავსებთ, ჩვენს ვებ-გვერდზე არა მხოლოდ მიმდინარე პროექტები და ბიუჯეტებია, არამედ განხორციელებულ პროექტებზე გვაქვს ინფორმაცია წლების მიხედვით და წლის ბოლოსაც ვაქვეყნებთ ანგარიშს, სადაც საქმიანობა და ხარჯებია მითითებული.

აქ არ არის საუბარი, რომ სადმე რამე დეკლარაცია უნდა წარადგინო, ამ კონკრეტულ კანონპროექტს აქვს კონკრეტული მიზანი, გასულ წელს პირდაპირ ეწერა, რომ უნდა დარეგისტრირდე უცხო ქვეყნის აგენტად და ახლა არის უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებელი. ეს არის აქ მთავარი, რადგან ეს ადამიანები ცდილობენ, იარლიყის მიწებებას, რაც მიუღებელია.

მოქალაქეებს კარგად ესმით, რომ ეს არის ყველას წინააღმდეგ, ვისაც განსხვავებული აზრი ექნება. ეს არის მიმართული იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში იცავენ საქართველოში დემოკრატიას.

ის რომ თავს გვესხმიან, ეს ჩვენს სიძლიერეზე მიუთითებს. ეს არ არის პერსონალური და ორგანიზაციული საკითხი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რადგან ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონით ვერ შევალთ [ევროკავშირში] “,- განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება აპირებენ თუ არა კანონპროექტის პირველი მოსმენის განხილვაში მონაწილეობას, დოლიძე პასუხობს, რომ ყველანაირი მიდგომა იქნება გამოყენებული.

„სავარაუდოდ, ყველანაირი მიდგომა იქნება გამოყენებული. შესაძლოა ზოგიერთი ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენელი შევიდეს და კომიტეტზე ისაუბროს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, შეიძლება ზოგიერთი გარეთ იდგეს. მთავარია ჩვენ მოვახერხოთ და საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზროს და საკუთარ ქვეყანას ასეთი საფრთხე არ შეუქმნას“,- განაცხადა დოლიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო