„ნაციონალური მოძრაობა“ - პარტიის  წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა თელავის ცენტრალური ქუჩები „რუსული კანონის“ მხარდამჭერი პოსტერებისგან გაათავისუფლეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, თელავის ცენტრალური ქუჩები „რუსული კანონის“ მხარდამჭერი პოსტერებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გიგი გიგიტელაშვილის განმარტებით, „პრორუსულ მთავრობას ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნების საშუალებას“ არ მისცემენ.

"თელავი გაწმენდილია რუსული ნაგვისგან. რუსულია არამხოლოდ ეს კანონი, არამედ რუსულია საჯარო მოხელეებისთვის დავალების მიცემა „ფეისბუქზე“ გააზიარონ რუსული კანონის მხარდამჭერი პოსტები, რუსულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ასეთი პოსტერების განთავსება, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილის პარტიას ხელი შეუშალოს ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ბევრი რამ გაუვიდათ, მაგრამ არ მივცემთ შესაძლებლობას რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნოს", - განაცხადა გიგი გიგიტელაშვილმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „რუსული კანონის“ მხარდამჭერი პოსტერები, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იყო გამოკრული, ლაგოდეხშიც ჩამოხსნეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს