ჯოზეფ ბორელმა და დმიტრო კულებამ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოსაძიებლად გადადგმული ნაბიჯები განიხილეს

უკრაინულმა მხარემ იცის, სად არის Patriot-ის სისტემები და ყველა დონეზე მუშაობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დიპლომატებმა განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინსტრუქციების შესაბამისად, უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოსაძიებლად.

„პეტრიოტების დიპლომატია გაჩაღებულია“, - აღნიშნა კულებამ.

თავის მხრივ, ბორელმა კულებას ევროკავშირის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ აცნობა.

„საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან კიდევ ერთხელ განვიხილე ევროკავშირის მცდელობები დააჩქაროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები. მივმართავ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დაადგინონ ხელმისაწვდომი აღჭურვილობა, რომელიც უკრაინას სჭირდება," - განაცხადა ბორელმა.

დმიტრო კულებამ და ჯოზეფ ბორელმა ასევე განიხილეს საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდება და სხვა სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება