რუსებმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს

რუსეთმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები განაახლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის „ოლენას“ აეროდრომიდან Tu-95MS ტიპის 7 სტრატეგიული ბომბდამშენი აფრინდა.

მათივე ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავები მოძრაობდნენ გაშვების ხაზების მიმართულებით.

ამასთან, უკრაინის რამდენიმე ოლქში, რუსული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს რუსეთმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 წლის გოგონა, და 14 - დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება