უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი - რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის 4 ოლქში დაარტყა

რუსმა სამხედროებმა დღეს დილით უკრაინის ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვისა და კიევის ოქლებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო იუწყება.

„მტერი ისევ უტევს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას! ისინი თავს დაესხნენ გენერაციის ობიექტებსა და გადამცემ სისტემებს ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვისა და კიევის ოლქებში“, - აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, სპეციალისტები შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

მანამდე, კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები თავს დაესხნენ კიევის ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. რუსებმა ასევე ქალაქ ხარკოვისა და ხარკოვის ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე 10 თავდასხმა განახორციელეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება