„ეპ ჯორჯია გენერაცია“ - ლაჯანურჰესის რეაბილიტაციისთვის, მხოლოდ 2023 წელს, 24 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა

სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ლაჯანურჰესზე მე-3 აგრეგატის რეკონსტრუქცია განახორციელა, რის შედეგადაც, ჰესის დადგმული სიმძლავრე 113.7 მგვტ-დან 115.568 მგვტ-მდე გაიზარდა - აღნიშნული პროექტისთვის კომპანიამ 24 000 000 ლარზე მეტი დახარჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ტურბინა და რეაბილიტაციისთვის სხვა საჭირო ტექნიკური მოწყობილობები, ევროპიდან, კერძოდ - სლოვენიიდან ჩამოიტანა, მონტაჟის სამუშაოები კი ჩეხმა სპეციალისტებმა განახორციელეს.

„ლაჯანურჰესის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესი თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა.

2007 წლიდან 2023 წლის ჩათლით, ჰესის რეაბილიტაციისთვის 44 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

ლაჯანურჰესის დადგმული სიმძლავრე პირველად არ გაიზარდა. რამდენიმე წლის წინ, როცა კომპანიამ ჰესის პირველ აგრეგატს ჩაუტარა რეაბილიტაცია, მაშინ არსებული სიმძლავრე 111.84 მგვტ-დან 113.7 მეგვტ-მდე გაიზარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ენერგო-პრო ჯგუფისთვის“ პატივია ფლობდეს მსგავსი ისტორიის მქონე ენერგოობიექტებს საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ოპერირება წარმატებით გრძელდება, შედეგად - საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არსებული ჰიდროსადგურები, დღეის მდგომარეობით არამხოლოდ საპროექტო სიმძლავრეებს აფიქსირებენ, არამედ ხდება მათი დადგმული სიმძლავრეების ზრდაც. მაგ: მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებული და ათობით მილიონი ლარია ინვესტირებული ლაჯანურჰესის, გუმათის კასკადის და რიონის ჰიდროელექტროსადგურებში.

,,ვფიქრობთ, უალტერნატივოდ სწორი მიდგომაა, რომ პირველ რიგში უნდა შენარჩუნდეს ქვეყანაში უკვე არსებული ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობა, გენერირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი კი კვლავ მაქსიმალურ ნიშნულს უნდა უახლოვდებოდეს, რაიმე სახის დანაკარგი გამორიცხული უნდა იყოს“, - განაცხადა ,,ეპ ჯორჯია გენერაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, ლევან საჩალელმა.

ცნობისთვის, ლაჯანურჰესის მშენებლობა 1950-იან წლებში დაიყო და ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. თავიდანვე ჰესი გამორჩეული იყო საქართველოში თავისი მონაცემებით. კერძოდ, ლაჯანურზე პირველად დაპროექტდა და აიგო თაღოვანი კაშხალი. მისი სიმაღლე 69 მეტრია და ენგურჰესის ერთგვარ პროტოტიპს წარმოადგენდა. ასევე, ლაჯანურჰესი საქართველოში პირველი მიწისქვეშა ჰესია. უშუალოდ ჰესის სამანქანო დარბაზამდე მისასვლელი გვირაბის სიგრძე 250 მეტრია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება