ნოტარიუსთა პალატამ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების შემდეგ პირველად გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს რიხარდ ბოკს და საერთაშორისო ურთიერთობების მრჩეველს კიმ ბრისევაკს უმასპინძლა.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებმა იუსტიციის სამინისტროს და ნოტარიუსებს მიულოცეს ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანება და აღნიშნეს, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ევროპული სტანდარტების შესაბამისი სანოტარო სერვისების განვითარებაში.

„ღონისძიება ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებმა ქართველ ნოტარიუსებთან იმსჯელეს გერმანიის ნოტარიუსთა ინსტიტუტის, ნოტარიუსის პროფესიის დაუფლების კრიტერიუმების, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კიმ ბრისევაკმა ნოტარიუსთა ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი ინსტიტუტის შექმნა ხელს შეუწყობს სანოტარო პრაქტიკის უნიფიკაციას და ნოტარიუსის პროფესიის განვითარებას. რიხარდ ბოკმა კი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ასპექტების შესახებ ქართველ ნოტარიუსებს გერმანიის გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და ნოტარიუსები“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს