„კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი - ველოდებით თარიღს, როდიდან იქნება ონკოპაციენტებისთვის ხელმისაწვდომი ულიმიტო პერსონალიზებული მედიცინა - თუ თარიღი არ გვეცოდინება, საჭირო ზომებს მივიღებთ

ჩვენი თვითმიზანი არ არის ჯანდაცვის სამინისტროში ყოველ კვირას სიარული, ჩვენ ველოდებით სამშაბათის ბრიფინგს, რომ ზუსტი თარიღი გვეცოდინება, როდიდან იქნება ულიმიტო პერსონალიზებული მედიცინა - თუ ეს თარიღი არ გვეცოდინება, ჩვენ საჭირო ზომებს მივიღებთ, - ამის შესახებ ონკოპაციენტების მხარდამჭერი ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია მოთხოვნების მისაღწევად ბრძოლას გააგრძელებს.

„ჩვენი მოთხოვნა თავიდანვე იყო, რომ ონკოპაციენტებს გვჭირდება მედიკამენტებზე წვდომა, პერსონალიზებული ულიმიტო დაფინანსება. 9 აპრილს შეხვედრაზე ვიყავით 12 ადამიანი და აქედან 3 ადამიანს უკვე გუშინ დაუკავშირდა პირადად ბატონი მიხეილი. ეს ჩემი აზრით, ჩვენი გამარჯვებაც არის, იმიტომ, რომ თუ ამ 3 ადამიანს გადაარჩენენ, ჩვენი მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია და რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ყველა გადავარჩინოთ, სანამ არ მივიღებთ იმას, რასაც ვითხოვთ - ულიმიტო პერსონალიზებულ მედიცინას.

რაც შეეხება იმას, რომ ბატონი მიხეილი განერვიულებულია - მე მესმის მისი, იმიტომ, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაშია ჯანდაცვის სამინისტროც და პაციენტებიც, თუმცა კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ მან ტონს არ უნდა აუწიოს არავისთან. ასევე მინდა ვთქვა ისიც, რომ სამშაბათამდე ის შეგვპირდა, რომ გაგვაგებინებდა ცვლილებებს. მან თქვა, რომ არ არის საჭირო სამუშაო ჯგუფები. დიახაც, ბატონო მინისტრო, არ არის საჭირო სამუშაო ჯგუფები. ჩვენი თვითმიზანი არ არის ჯანდაცვის სამინისტროში ყოველ კვირას სიარული, ჩვენ ველოდებით სამშაბათს ბრიფინგს, რომ ზუსტი თარიღი გვეცოდინება, როდიდან იქნება დაფინანსება, ულიმიტო პერსონალიზებული მედიცინა, რა იქნება კვლევებში. თუ ეს თარიღი არ გვეცოდინება, ჩვენ საჭირო ზომებს მივიღებთ,“ - განაცხადა გვანცა აფხაიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი