უკრაინისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინაში საბრძოლო მასალის დეფიციტის საკითხი განიხილეს

ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი, ლაურინას კაშიუნასი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს შეხვდა და სამხედრო დახმარების მიწოდების პრობლემები და უსაფრთხოების საკითხზე უკრაინა-ლიეტუვის შეთანხმების დაგეგმილი ხელმოწერა განიხილა.

უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა უკრაინაში საბრძოლო მასალის დეფიციტისა და სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს ლიეტუვის ძალისხმევა უპილოტო საფრენი აპარატებისა და დრონების საწინააღმდეგო საშუალებების წარმოებაში და ლიეტუვის გაერთიანება ე.წ. დრონების კოალიციაში, რომელსაც ლატვია და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ.

მინისტრების მიერ განხილული საკითხები ასევე მოიცავდა უკრაინელი სამხედრო პერსონალის მომზადებას და დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციას, განსაკუთრებით ლიეტუვის გადაწყვეტილების კონტექსტში, ხელი შეუწყოს სამი სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას ლვოვში, დნიპროსა და ჟიტომირში.

შეგახსენებთ, ლაურინას კაშიუნასი ლიეტუვის თავდაცვის მინისტრად 25 მარტს დაინიშნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს