ნინო დოლიძე - თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე

თუკი ასეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, ჩვენ გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე, იმიტომ რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების თავისუფლად და შეუფერხებლად ფუნქციონირებასაც გულისხმობს, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ძალიან ცუდია საქართველოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციისთვის.

"საზოგადოებამ იცის, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა. 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია ეს და რეალურად განსაზღვრავს ჩვენს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, თუკი ის გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს და კარგად ჩაატარებს არჩევნებს, რათა წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის ნაწილში. ზოგადად, ჩვენი შეფასება სრულყოფილად შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდება, იმიტომ, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხის შეფასებას ჯერ ვერ შევძლებთ.

ამ ეტაპზე, ჯერ კვლავ შესასრულებელია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ეს არჩევნები გამოვიყენოთ.

რაც შეეხება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, თუკი ასეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, ჩვენ გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე, იმიტომ რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების თავისუფლად და შეუფერხებლად ფუნქციონირებასაც გულისხმობს. ზოგადად, ეს კანონი რომ ძალიან ცუდია საქართველოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციისთვის, ამაზე საუბარი აღარცაა საჭირო. თავად ევროკავშირი ამბობს, რომ ეს არ არის ჩვენი კანონის მსგავსი, აშშ-ის ელჩიც იმავეს ამბობს. ამიტომ მსგავსებების პოვნა, მაშინ როცა ეს არის წმინდად სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რუსული კანონი, დამატებითი ახსნა წესით არ სჭირდება.

სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიის, უკეთესი მომავლისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მუშაობს, ხელისუფლებამ უნდა, რომ მას უწოდოს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მაშინ როცა ხელისუფლებაც იღებს იმავე დახმარებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან", - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება