ფინეთის პრეზიდენტი - უახლოესი თვეების განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

უახლოესი თვეების განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსებს ესმით ის, რომ მათი „შესაძლებლობის ფანჯარა“ აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში დაიხურება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინას ახლავე დავეხმაროთ“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორებმა უკრაინას შესაბამისი მხარდაჭერა უახლოეს თვეებში უნდა აღმოუჩინონ, რათა რუსეთმა მოსალოდნელი შეტევის შედეგად მნიშვნელოვან წარმატებას არ მიაღწიოს.

მისივე თქმით, ევროპამ რუსეთთან პოტენციური კონფლიქტის შესახებ ნაკლები უნდა ისაუბროს და უფრო მეტად მოემზადოს.

„აგრესიული საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთი მე-5 მუხლის გამოცდას აპირებს და ევროპა შემდეგია, ცოტათი მაწუხებს. ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ევროპულ სახელმწიფოებს მოვუწოდებ, რომ უფრო მეტად ფინელები გახდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო მომზადებულები გახდნენ. ჩვენ უარესისთვის უნდა მოვემზადოთ, რათა იგი თავიდან ავიცილოთ“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს