ირაკლი ქარქაშაძე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშია Air Astana-ს ჯგუფის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშია Air Astana-ს ჯგუფის რეგიონულ მენეჯერს, კამილა ჟაილაუბაევას შეხვდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ყაზახეთიდან მგზავრთნაკადის მუდმივ ზრდასა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობას. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წლის განმავლობაში ყაზახური ავიაკომპანიების წილი ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი იყო, განსაკუთრებით აღსანიშნავია FlyArystan-ი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 მიმართულებით წარმატებით ოპერირებს.

„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან შეხვედრებს, რათა მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. Air Astana ჯგუფთან შეხვედრის მიზანი იყო მოგვესმინა მათი გეგმების შესახებ საქართველოში. FlyArystan-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისში კვირაში 15 სიხშირით იფრენს. საერთო ჯამში კი საქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვირაში 39 სიხშირით შესრულდება. ცენტრალური აზია ძალიან საინტერესო სეგმენტია ჩვენი აეროპორტებისთვის და ტურიზმის სექტორისთვის. ვხედავთ, რამდენად მზარდია მოთხოვნა. მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის საჰაერო მიმოსვლა იყოს მიმზიდველი და ხელმისაწვდომი თითოეული მგზავრისთვის“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

„ყაზახურმა მხარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენის სიხშირეებს გაზრდას გეგმავს და ჯამში Air Astana და FlyArystan საქართველოში კვირაში 39 სიხშირით იფრენს.ზაფხულის სეზონზე Air Astana თბილისი-ალმატის მიმართულებით კვირაში 10 სიხშირით იფრენს, თბილისი-ასტანას მიმართულებით კვირაში 5 სიხშირით, ბათუმი-ალმატის მიმართულებით კვირაში 9 სიხშირით. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური FlyArystan-ი ყაზახეთის 5 ქალაქის მიმართულებით კვირაში 15 სიხშირით იფრენს.

2023 წელს საქართველოს ბაზარზე ყაზახური ავიაკომპანიების წილი ბაზრის 5 %-ს შეადგენდა. გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოს 167,492 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო