მამუკა მდინარაძე - უნივერსიტეტების თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ორი საკითხი დააყენეს, რომელსაც გავითვალისწინებთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უნივერსიტეტების თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ორი საკითხი დააყენეს, რომელსაც უმრავლესობა გაითვალისწინებს.

მისივე თქმით, ჩანაწერის მერვე პუნქტში სიტყვა „მინიშნება” შეიცვლება „ინფორმაციით”, რათა ვინმემ “სპეკულაცია არ მოახერხოს”.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. არ ყოფილა საკითხი, რომელსაც არ შევხებივართ - კანონპროექტთან დაკავშირებით, მის პრინციპებთან, საჭიროებებთან დაკავშირებით, იმაზე, თუ რატომ ახლა; რეალურად რომელ ქვეყნებში, რა წესით მოქმედებს. შეხვედრას დღეს ესწრებოდა ყველა იმ უნივერსიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი, ვისაც თვითმმართველობა აქვს. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტმა ძალიან იაქტიურა, ბევრი კითხავ დასვა, საინტერესო წინადადებები დააყენა, რაც გავიზიარეთ და რაც არ მოჰფიქრებია არცერთ ოპონენტს. ამ ახალგაზრდებმა ორი ისეთი საკითხი დააყენეს, რისი არგაზიარებაც არ შეიძლება. ერთი შეეხება იმას, რა ცვლილება უნდა შევიდეს, რომელიც უალტერნატივო იყო, დავეთანხმე და ამ ცვლილებას შევიტანთ - ჩანაწერის მერვე პუნქტში სიტყვა „მინიშნება” შეიცვლება „ინფორმაციით”, რომ სპეკულაცია არავინ მოახერხოს. მათ ჰქონდათ ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები. მეორე საკითხია დაფინანსებასთან დაკავშირებით - ახალგაზრდებთან დაკავშირებით შიდა გრანტები კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან მსგავსი საუბარი. იმდენად კარგი და პოზიტიურია, რომ მათი აზრი ამას ემთხვევა, რომ ამის არგაზიარება არ შეიძლება. ყველა კითხვაზე გავეცით პასუხი. იმდენად დეტალურად არიან გათვითცნობიერებული არა მხოლოდ ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, არამედ, უცხო ქვეყნის პრაქტიკაშიც, რომ შეუძლიათ სხვა ქვეყნის პრაქტიკაზეც დეტალურად ისაუბრონ”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, “ყველა კითხვა დაისვა, რაც ისმის საზოგადოების, ოპონენტების და პარტნიორების მხრიდან”.

ამასთან, მდინარაძემ კითხვა დასვა, თუ ვინ აფინანსებს აღნიშნული კანონპროექტის საწინააღმდეგო კამპანიას, რაზეც ჟურნალისტისგან საპასუხო კითხვა მიიღო, თუ ვინ აფინანსებს ამ პროექტის მხარდამჭერ კამპანიას. ამას მამუკა მდინარაძემ შემდეგნაირად უპასუხა: “ჩვენ და ჩვენი შემომწირველები. ახალგაზრდულმა აიღო თავის თავზე და მთლიანად აორგანიზებს ამას”.

„მათ შორის [კითხვა დაისვა], რატომ იყო აუცილებელი ახლა ამ კანონპროექტის წარდგენა. ამასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ, რომ ერთი მხრივ, ჩვენი მხრიდან არის პირობა, რომ ჩვენ კანონს არ დავაბრუნებთ, მეორე მხრივ, არის მათი დათქმა, მოცემულობა, ყველა „მესიჯი” რომ ისედაც გამჭვირვალეა და ამ დროს კიდევ უფრო გაუმჭვირვალეა ფინანსები, რომელიც „ენჯეო” სექტორში და მედიაში იხარჯება, კიდევ უფრო მეტ „შავ ფულზეა” საუბარი. არაერთი მაგალითი საჯაროდაც დავასახელეთ, სადაც ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სამი სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა და არავინ იცის, რომელი იყო მართალი. დღესაც, როდესაც კამპანია მიდის ამ კანონპროექტის წინააღმდეგ და რომელსაც ასეულობით ათასი და შეიძლება მილიონობით ლარი ან დოლარი სჭირდება, ამას ვინ აფინანსებს?!”- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა პარლამენტში გაიმართა და ის მედიისთვის დახურული იყო. მდინარაძემ ახალგაზრდებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააცნო.

30.06.2025 / 09:10

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში