მამუკა მდინარაძე - „გორბის“ კვლევამ შოკში ჩააგდო ჩვენი ოპონენტები

„გორბის" კვლევამ შოკში და ისეთ ისტერიაში ჩააგდო გუშინ და დღეს ჩვენი ოპონენტები, რომ არ ვიცი - ის ჩატარდა იქამდე, ვიდრე ამ ბოლო კანონებს დავაინიცირებდით, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებასაც - დარწმუნებული ვარ, გამჭვირვალობის, „ლგბტ“ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისათვის რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილი გვექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამ რეიტინგებზე დაყრდნობით ამბობს „ქართული ოცნება“, რომ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ.

„გორბის" კვლევამ შოკში და ისეთ ისტერიაში ჩააგდო გუშინ და დღეს ჩვენი ოპონენტები, რომ არ ვიცი. მაგრამ მათ ისტერიას კიდევ ერთი ამბავი მინდა შევმატო, რომ "გორბის" კვლევა არის ჩატარებული იქამდე, სანამ ამ ბოლო კანონებს დავაინიცირებდით, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებასაც. დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლობის ხარისხის და გამჭვირვალობის, „ლგბტ“ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისათვის რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილი გვექნება. არც ერთი მათგანი, თუ დროში არ ვცდები, დაინიცირებული არ იყო. შესაბამისად, გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეიტინგი დღეს უფრო გაზრდილი იქნება. როდესაც საქართველოს მოქალაქე ხედავს, რომ მისი ხელისუფლება იცავს მის ინტერესს, მის ეროვნულ თავმოყვარეობას, გამოდის ეროვნული ინტერესებიდან, მას ბუნებრივია, უჩნდება მეტი სითამამე და ჟინი, რომ ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს. ამიტომ, შეიძლება სუბიექტურიც ვარ ამ შეფასებაში, მაგრამ ამ კანონების დაინიცირების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად იქნება ჩვენი რეიტინგი გაზრდილი. სწორედ ამ რეიტინგებზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. პლუს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ახლა მხარს თუ არ დაგვიჭერენ, ყველა შემთხვევაში მივიღებთ. მაგალითად, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ პასუხს რომ ვერ გვცემენ ჩვენი ოპონენტები, ამაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. ყველა შემთხვევაში ჩვენ მას საკონსტიტუციო უმრავლესობით მივიღებთ შემდეგ პარლამენტში, თუ ახლა არა და თუ ისინი ბოლომდე პროპაგანდის მხარეს დადგებიან, არ დადგებიან ოჯახური ღირებულებების, არ დადგებიან ჩვენი მომავალი თაობების, არასრულწლოვანების ინტერესების დაცვის მხარეს, ჩვენ ამას მომავალ პარლამენტში მაინც გავაკეთებთ. ეს იქნება კიდევ ერთ-ერთი სტიმული ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომ 60-ზე მეტი პროცენტი გვქონდეს რეიტინგი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა; “ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 12.6%; “ლელო“ - 4.7%; „ევროპული საქართველო“ - 4.5%; “საქართველოსთვის“ - 3.7%; „გირჩი მეტი თავისუფლება-დროა“ - 3%; „ახალი“ - 1.6%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ - 1,4%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 0.9; „მოქალაქეები“ - 0.6%; „ლეიბორისტული პარტია“ - 0.6%; სხვა და არა-ალოცირებული“ - 6%.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო