გორი ძაღლების საერთაშორისო გამოფენებს მეორედ უმასპინძლებს

გორი ძაღლების საერთაშორისო გამოფენებს მეორედ უმასპინძლებს. გამოფენები სახელწოდებით “Georgian Spring 2024" და "Golden Cup 2024" 13 და 14 აპრილს გორის სპორტის სასახლეში გაიმართება.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია როგორც ძაღლების ჯიშობრივი ხარისხისა და გენოფონდის გაუმჯობესება, ასევე კინოლოგიის განვითარებაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება.

ძაღლების საერთაშორისო და ეროვნული რანგის გამოფენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველწლიურად იმართება.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების ხელშემწყობი პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

გორის მერიის მიერ თანადაფინანსებულ პროექტს საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია ახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს