დავით ონოფრიშვილი - 2023 წელს, სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 1 მლრდ 64 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 17%-ით მეტია

2023 წელს, სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 1 მლრდ 64 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 17%-ით მეტია, - ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2023 წლის საბოლოო შედეგები შეაჯამა.

კერძოდ, მისი თქმით, 2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან, 1 063.6 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 248.5 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 73.5 მლნ ლარი შეადგინა.

მისივე ინფორმაციით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

„ყველაზე მთავარი ძირითადი პარამეტრი, რაც სადაზღვევო სფეროში გახლავთ, არის მოზიდული პრემია, ანუ, შემოსავლები. ჯამურად, ამან შეადგინა მილიარდ 64 მლნ ლარი. პირველად მოხდა ისტორიაში, რომ მოზიდული პრემიის ზღვარმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 5 წელიწადში პრემია, თითქმის, გაორმაგდა. მაგალითად, 2018 წელს ეს იყო 542 მლნ ლარი,“ - აღნიშნა ონოფრიშვილმა.

ამასთან, მან სამოგზაურო დაზღვევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შემდეგ, ვითარება საგრძნობლად შეიცვალა.

„როცა ეს ბაზარი გამოვიკვლიეთ აღმოჩნდა, რომ ბოლომდე ადეკვატური არ იყო შეთავაზებები, ამიტომ სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. ეს ცვლილებები 15 იანვრიდან ამოქმედდა და შედეგები უკვე გვაქვს. კომპანიებმა პოლისებში ეს ცვლილებები შეიტანეს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ სამ თვეში, რეალიზება მოხდა და პოლისების 99% ახალი მოთხოვნებით იყიდება,“ - განაცხადა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო