გიორგი კალანდარიშვილი - ცესკოში ყოფნის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც ჩემს მიკერძოებულობაზე, აფილირებულობაზე, ნეიტრალიტეტის დარღვევასა და პოლიტიკური გავლენების ქვეშ ყოფნაზე მიუთითებდა

ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნის განმავლობაში არც ერთი ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც ჩემს მიკერძოებულობაზე, აფილირებულობაზე, ნეიტრალიტეტის დარღვევასა და პოლიტიკური, ორგანიზაციული თუ კორპორატიული გავლენების ქვეშ ყოფნაზე მიუთითებდა, - აღნიშნული განცხადება საკონკურსო კომისიის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი კალანდარიშვილმა გააკეთა, რომელიც ერთადერთია, ვინც გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი წარადგინა.

როგორც ამ კონტექსტში კალანდარიშვილმა აღნიშნა, ობიექტური შეფასებისა და ჯანსაღი ლოგიკის პირობებში პარლამენტში მაღალი მხარდაჭერის მოპოვების მოლოდინი უნდა ჰქონდეს, თუმცა ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და შეფასებები სხვა მოლოდინს ქმნის.

კალანდარიშვილმა განაცხადა ისიც, რომ ინფორმაცია, რომელიც მედიით მის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელდა, იყო სიცრუე და მანიპულაციური.

“როდესაც ასეთი გამჭვირვალე ხარ, ხარ ობიექტური და ინკლუზიური პროცესი გაქვს უზრუნველყოფილი, ეს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა თუ რაოდენ დამოუკიდებელი, ნეიტრალური და მიუკერძოებელი ვიყავი ჩემს საქმიანობაში.

ვერავინ იტყვის, რომ ცესკოში ჩემი ერთი ხმა ან ჩემს მიერ გაცხადებული პოზიციები რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. გამოცხადებული კონკურსის წინ უსაფუძვლო ბრალდებები დისკრედიტაციას, მნიშვნელოვანი საქმეების გადაფარვას და ჩემი კანდიდატურის მმართველ პარტიასთან ბმას ისახავდა მიზნად“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, პირველად იმართება საკონკურსო კომისიის მოსმენა, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და ასარჩევად პარლამენტს წარუდგინოს.

ცესკოს ფორმირების მიზნით კონკურსი ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა - ეს არის ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია, რომელზეც განაცხადი მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა. ასევე, ასარჩევია ცესკოს სამი ე.წ. პროფესიული წევრი - აღნიშნულ ვაკანსიაზე პარლამენტში განაცხადი ოთხმა პირმა: ლუხუმ ბურჯალიანმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება