UNICEF - ღაზაში ჩვენს ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

ორგანიზაცია UNICEF-ი აცხადებს, რომ მათ ერთ-ერთ ავტომობილს, რომელიც ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილიდან ჩრდილოეთში გადასვლას ელოდებოდა, ცეცხლი გაუხსნეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ინციდენტს ისრაელის ხელისუფლებასთან განიხილავენ.

„სამწუხაროდ, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები კვლავ აწყდებიან რისკებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებისას. თუ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები არ იქნებიან დაცული, ჰუმანიტარული დახმარება ვერ მიაღწევს იმ ადამიანებამდე, რომლებსაც ის ესაჭიროებათ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმას საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება