ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე, პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საკითხებს.

„ხაზი გაესვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, რეგიონში და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება