თინა ბოკუჩავა - მოსალოდნელია, რომ აშშ-მა გამოიყენოს სანქციების ბერკეტი და დაასანქციროს დეპუტატები, რომლებიც ხმას მისცემენ რუსულ კანონს და ზიანს მიაყენებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს

მოსალოდნელია, რომ აშშ-მა მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი და დაასანქციროს დეპუტატები, რომლებიც ხმას მისცემენ რუსულ კანონს და ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩავარდნილი რუსული კანონის რეინიცირება არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის“.

„მაშინ, როდესაც ერთხელ ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩავარდნილი რუსული კანონის რეინიცირება არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ივანიშვილის პარტიის წევრების მხრიდან, მოსალოდნელია რომ აშშ-მ მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი. ახლა უკვე არა მოსამართლეების ან პროკურორის წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ხმას მისცემენ რუსულ კანონს და ამით ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, იმიტომ რომ აშშ-ს და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოში ქართველი ხალხის მხარდაჭერაა ევროინტეგრაციის გზაზე”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს