თინა ბოკუჩავა - საქართველოს ყველა მეგობარი და პარტნიორი, ისევე როგორც ქვეყნის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს - „კი ევროპას და არა რუსულ კანონს!“

საქართველოს ყველა მეგობარი და პარტნიორი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს - „კი ევროპას, და არა რუსულ კანონს!“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ერთადერთი, ვინც ივანიშვილის პარტიას ამ ნაბიჯს უწონებს, არის კრემლი და მისი პროპაგანდისტები“.

„საქართველოს ყველა მეგობარი და პარტნიორი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს - „კი ევროპას და არა რუსულ კანონს!“ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ერთხელ უკვე ჩავარდნილი პროტესტის ფონზე „რუსული კანონის“ რეინიცირება ახლა, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ერთადერთი, ვინც ივანიშვილის პარტიას ამ ნაბიჯს უწონებს, არის კრემლი და მისი პროპაგანდისტები. ამიტომ რა პროპაგანდაც არ უნდა გაავრცელოს ივანიშვილის პარტიამ, იქნება ეს ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, თუ მათი სამთავრობო არხების გამოყენებით, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ამიტომ ყველა ძალისხმევა უნდა ჩავდოთ იმაში, რომ ის მორიგ ჯერზეც ჩავარდეს. მაგრამ მთავარ პასუხს რუსულ კანონზე ივანიშვილის პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს ქართველი ხალხისგან“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება