დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მოუწოდებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებს, გამოიჩინონ თავშეკავება, რათა რეგიონში სიტუაციის სრული დესტაბილიზაცია არ გამოიწვიონ.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ შეინარჩუნოს თავშეკავება, რათა არ გამოიწვიონ სიტუაციის სრული დესტაბილიზაცია რეგიონში, რომელიც ისედაც არ ბრწყინავს სტაბილური და პროგნოზირებადი“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მისი თქმით, ირანსა და ისრაელს შორის არსებული სიტუაციის მოგვარებაში დახმარებისთვის არავის მიუმართავს.

„ამ კუთხით ჩვენთვის არავის მოუმართავს. რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას და რეგიონს, გამოიჩინონ თავშეკავება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, რუსეთმა დამასკოში ირანის საკონსულოზე განხორციელებული დარტყმა მკაცრად დაგმო და რომ ეს თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დარღვევაა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება