იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ შეეძლო 70%-ზე მეტიც დაეწერა, ვერ ვხვდები, საკუთარი თავისთვის რატომ იწუწკეს, მაგრამ „ქოცები“ მორიდებული ხალხია

“ქართულ ოცნებას” მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ ამ კანონის შემოტანისთვის, რადგან მან გამოაცოცხლა ქართული საზოგადოება - ამ ქვეყანაში აშშ-ის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ დაწყებული ბრძოლა შეცდომაა, რომელიც ოპოზიციამ საფუძვლიანად უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების ვალდებულებაა, დაინახოს, რა მდგომარეობაშია ქვეყანა და 26 ოქტომბერს შესაბამისად მოიქცეს.

“თუ რამე შეძლებდა ჩვენს გამოცოცხლებას წინასაარჩევნოდ, იყო ის გარემოება, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ომს უცხადებს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენი, ქართველი ხალხის ვალდებულებაა გამოვფხიზლდეთ, შევხედოთ, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით და შესაბამისად მოვიქცეთ 26 ოქტომბერს”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გარდა ამისა, ხვიჩია გამოეხმაურა “გორბის” კვლევის შედეგებს, სადაც “ქართულ ოცნებას” 60%-იანი მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, მმართველ პარტიას საკუთარი თავისთვის 70%-მეტის დაწერაც შეეძლო, მაგრამ “მორიდებული ხალხია”.

“ვერ ვხვდები, რატომ იწუწკეს საკუთარი თავის წინაშე, 70%-ზე მეტიც რომ დაეწერათ, რა პრობლემა იქნებოდა, მაგრამ მორიდებული და მოკრძალებული ხალხია “ქოცები”. 60%-ს ზემოთ არ ადიან. ჩვენც მადლობლები ვართ, 40%-ით მოგვიმატეს წინა კვლევასთან შედარებით. ვინ ასრულებდა, ვინ იჯდა კომპიუტერთან არ ვიცი, მაგრამ - ყოჩაღ!”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება