თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერის მოადგილის განცხადებით, თბილისის მერია პროექტის მხარდაჭერას აგრძელებს.

„დედაქალაქის მერია დაარსებიდან გვერდში უდგას თბილისის ხელოვნების ბაზრობას, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება. ამას ცხადყოფს უცხოელ და ადგილობრივ მონაწილეთა ინტერესი და ხარისხი. ეს პროექტი მიმართულია თბილისის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებისკენ და დედაქალაქის მერია სამომავლოდაც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავს ინიციატივებს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

„სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით 14 აპრილამდე გასტანს.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნა, რომელსაც ხელოვნების მიმართულების სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დღესვე, 17:00 საათიდან ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

წლევანდელ გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. 45 ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა, დამთვალიერებელს სთავაზობს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებულ გამოფენებს, მასტერკლასებსა და Art Talk-ებს.

ბაზრობა 11 აპრილს 17:00-იდან 21:00 საათამდე მიიღებს დამთვალიერებელს, ხოლო 12-14 აპრილს - 12:00-იდან 20:00 საათამდე“,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია