გიორგი კალანდარიშვილი - მადლობა ღმერთს, რომ საარჩევნო პროცესს საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება

მადლობა ღმერთს, რომ საარჩევნო პროცესს საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება - ისეთი სოლიდური და ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა ეუთო-ოდირი, სხვა ევროპული და ამერიკული ორგანიზაციები, - ეს განცხადება პარლამენტში მიმდინარე საკონკურსო კომისიის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი კალანდარიშვილმა გააკეთა.

კალანდარიშვილის თქმით, “დისკრედიტაციითა და დეზინფორმაციით იმ კარგი საქმეების გადაფარვა ხდება, რასაც ინსტიტუცია აკეთებს და რაც არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანას აზიანებს“.

“რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ, რაც არ უნდა გამჭვირვალეები ვიყოთ და რაც არ უნდა კარდაკარ ვიაროთ, ამ ყველაფერს დიდი დეზინფორმაცია და დისკრედიტაცია უპირისპირდება“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

პარლამენტში პირველად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და ასარჩევად პარლამენტს წარუდგინოს.

კონკურსი ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა - ეს არის ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია, რომელზეც განაცხადი მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა. ასევე, ასარჩევია ცესკოს სამი ე.წ. პროფესიული წევრი - აღნიშნულ ვაკანსიაზე პარლამენტში განაცხადი ოთხმა პირმა: ლუხუმ ბურჯალიანმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია