დიმიტრი ხუნდაძე - ევროკავშირის ელჩი ამბობს, ეს კანონი არც ევროპულია და არც ამერიკულიო - არგუმენტია, რომ ამერიკული იმიტომ არაა, რადგან აშშ-ის ელჩმა თქვა, ხოლო ევროპული იმიტომ არ არის, რომ ასე ჯოზეფ ბორელმა თქვა, გირჩევთ, კანონი წაიკითხოთ და დასკვნა შემდეგ გააკეთოთ

ნაცვლად იმისა, რომ წაიკითხონ ეს კანონი და შეადარონ, რა როგორ წერია, იმას ამბობენ, რას ლაპარაკობს ესა თუ ის თანამდებობის პირი, - ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, უცხოელი დიპლომატების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.

კერძოდ, ხუნდაძემ შეაფასა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ არის კარგი, არც ევროპულია და არც ამერიკული.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ კანონპროექტი წაიკითხონ, შეადარონ სხვა ქვეყნებში მოქმედ თუ ინიციირებულ მსგავს კანონებს, არგუმენტად სხვადასხვა თანამდებობის პირების განცხადებები მოჰყავთ.

„ნაცვლად იმისა, რომ წაიკითხონ ეს კანონი და შეადარონ, რა როგორ წერია, იმას ამბობენ, რას ლაპარაკობს ესა თუ ის თანამდებობის პირი. მაგალითად, ევროკავშირის ელჩი ამბობს, ეს კანონი არ არის არც ევროპული და არც ამერიკულიო. რატომ? მისი არგუმენტია, რომ ამერიკული იმიტომ არ არის, რადგან ასე აშშ-ის ელჩმა თქვაო, ხოლო ევროპული იმიტომ არ არის, რომ ასე ჯოზეფ ბორელმა თქვაო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი