გიორგი კალანდარიშვილი - როცა საარჩევნო უბნები შეიქმნება, ემიგრანტებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და საარჩევნო რეგისტრაცია მოითხოვონ

მას შემდეგ, როდესაც კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნები შეიქმნება, ემიგრანტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიმართონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და მოითხოვონ საარჩევნო რეგისტრაცია, რის შემდეგაც მათ ასევე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალანდარიშვილი დარწმუნებულია, რომ ცესკო და საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს კანონმდებლობის ზედმიწევნით აღსრულებას, მათ შორის, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ინფორმირებას.

„არჩევნების დანიშვნის შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ინფორმაციას ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ, რომელიც იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე. ეს ცესკოსთვის შემდგომ ხდება საფუძველი, რომ შექმნას საარჩევნო უბნები შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში - ეს არის საელჩო და საკონსულოები. ამ პერიოდის განმავლობაში ამომრჩევლები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ამის მიღმა ამომრჩევლებს, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში, მას შემდეგ, როდესაც კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნები შეიქმნება, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ მიმართონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და მოითხოვონ საარჩევნო რეგისტრაცია, რის შემდეგაც მათ ასევე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის იმ სტანდარტსა და პრაქტიკაში, რომელიც დღეს არათუ ევროპული ქვეყნების, არამედ მის მიღმა მსოფლიო მასშტაბით არსებობს, რომელიც ითვალისწინებს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საარჩევნო უბნების შექმნას და შესაბამისად, ამ მიმართულებით სრულ თანხვედრაშია ჩვენი გამოცდილება ამ ყველაფერთან. შესაბამისად, ჩვენი ინსტიტუცია, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, უზრუნველყოფს კანონმდებლობის ზედმიწევნით აღსრულებას, მათ შორის, უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ინფორმირებას”, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს