ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ მარტივი პრინციპი დავაწესეთ: ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ დავარტყამთ

ჩვენ მარტივი პრინციპი დავაწესეთ: ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ დავარტყამთ, - ამის შესახებ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ F-15-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების ბაზაზე ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ მარტივი პრინციპი დავაწესეთ: ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ დავარტყამთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმითი თვალსაზრისით, ჩვენი პასუხისმგებლობა შევასრულოთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პილოტებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ. ღაზაში ომის შუაგულში ვართ, რომელიც მთელი ძალით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჩვენი მძევლების დასაბრუნებლად დაუღალავ ძალისხმევას ვაგრძელებთ, მაგრამ ასევე სხვა ფრონტებიდან გამოწვევებისთვის ვემზადებით“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება