რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

„რუსეთის მოქალაქეებს დაჟინებით ვურჩევთ, თავი შეიკავონ რეგიონში მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ისრაელში, ლიბანსა და პალესტინის ტერიტორიებზე, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა”, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბული ვითარებაა.

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია.

„ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება