Hotsale.ge - პლატფორმა, რომელიც შენი კომპანიის წარმატებასა და შემოსავლებზე ზრუნავს

ცნობადობის ამაღლების, ლოიალური მომხმარებლების რაოდენობისა და შემოსავლის ზრდის სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს, თუმცა დანაზოგების მასშტაბური პლატფორმა Hotsale.ge მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

წლების განმავლობაში, Hotsale-ს ასობით კომპანიის პოპულარიზაციაში მიუძღვის წვლილი, იქნება ეს მსხვილი ბიზნესი თუ სტარტაპი, რომელთაც დანაზოგების მეშვეობით მომხმარებელთა დიდი არმია მოიზიდეს.

Hotsale-ის ერთგულ პარტნიორებს შორის არის ცნობილი სასტუმროები, კვების ობიექტები, სილამაზის სალონები, კლინიკები, საყოფაცხოვრებო და წვრილი ტექნიკის რითეილერი კომპანიები, რომლებიც ამ დროისთვის ბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

Hotsale-ის მუდმივ და ერთგულ პარტნიორებს შორის არის “Castello Mare Hotel & Wellness Resort-ი” რომელიც დანაზოგების პლატფორმასთან თანამშრომლობით წლიურად 300 000 ლარს აგენერირებს.

ასევე, Hotsale.ge წარმატებულად თანამშრომლობს შემდეგ კომპანიებთან: „Palma Laguna” “ზუზუმბო” „ავერსის კლინიკა“, „ბოდი ესთეტიკი“, რესტორანი „სუშიკო“, „სპორტ თაიმი“ და სხვა მომხმარებლების მიერ უკვე აღიარებული ბიზნესები.

მთავარი სარგებელი, რასაც Hotsale.ge-ისგან პარტნიორი კომპანია იღებს, არის:

  • ზოგავთ დროს;
  • არ გჭირდებათ მარკეტინგის გუნდის დამატებითი მომსახურება;
  • თქვენი პროდუქტის რეკლამა უფასოდ ხდება;
  • თქვენი პროდუქტის მოძიება დიდი აუდიტორიისთვის მარტივდება;
  • სრულიად უფასოდ ქმნით თქვენს ონლაინ მაღაზიას;
  • თქვენი კომპანიის პოპულარიზაცია ხდება სხვადასხვა გადაცემასა და მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებებზე;
  • სარგებლობთ თქვენი კომპანიისთვის მორგებულ ინფლუენსერებთან თანამშრომლობის შესაძლებლობით;
  • თქვენი პროდუქციის გაყიდვაზე ზრუნავს კვალიფიციური და დიდი გუნდი, რაც, საბოლოოდ, გიზოგავთ დროს, ფულსა და რესურსს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, Hotsale-ზე დანაზოგის შეთავაზების განთავსება კომპანიისთვის მარკეტინგულად სწორად გაღებული რესურსია, რომელსაც ეფექტური შედეგი მოაქვს, მომხმარებელს კი ეძლევა შესაძლებლობა, რომ სასურველი სერვისი თუ პროდუქტი დიდი დანაზოგით შეიძინოს.

„ჩვენთან თანამშრომლობა მარტივია, მთავარია, სერვისისა და პროდუქტის ხარისხი, რასაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ასევე ჩვენმა მომხმარებელმა უნდა მიიღოს სწორედ ის მომსახურება, რასაც Hotsale-ის ვებგვერდზე კითხულობს. ამგვარი მიდგომა სამივე მხარისთვის: ჩვენთვის, პარტნიორისთვის და მომხმარებლისთვის ერთნაირად სასარგებლოა“, - აცხადებენ კომპანიაში.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია