ერევანი მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს

ერევანი მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მეხუთე სამართლებრივი ფორუმი საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს.

უწყების ცნობით, სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიზნით გატარებული რეფორმებისა და მიღწევების თაობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრებმა ფორუმის პირველ სესიაზე.

„იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აღნიშნა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა, ამასთან, ისაუბრა, ადვოკატთა და სამართლის პროფესიონალთა როლზე სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში. დამატებით, ხაზი გაესვა იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფარგლებში გატარებულ რეფორმებს, მათ შორის, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში დანერგილ ინოვაციურ სიახლეებს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების დახვეწილ მიდგომებს, სამართლის დარგის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიის ჩართულობას სამართალშემოქმედების პროცესში.

სამართლებრივი ფორუმი საუკეთესო პლატფორმაა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების, საგამოძიებო ორგანოების, საადვოკატო სფეროს, საარბიტრაჟო ინსტიტუტების და სხვა იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთათვის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინიციატივების განხილვისათვის.

ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილეებსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, მედიატორთა ასოციაციის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები. სამართლებრივი ფორუმი ორ დღეს გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება