ევროპარლამენტის წევრი - პარლამენტი ბიუჯეტის გამოყოფაზე უარს ამბობს იქამდე, ვიდრე ევროპული საბჭო უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო სისტემების გადაცემაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს

ევროპარლამენტი ბიუჯეტის შესახებ გადაწყვეტილებას იქამდე არ მიიღებს, სანამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინას უფრო მეტ Patriot-ის სისტემას არ გადასცემენ.

ევროპარლამენტის წევრმა და ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გი ვერჰოფსტადტმა ევროპარლამენტარებს მოუწოდა, რომ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგიდან იქამდე ამოიღონ, სანამ წევრი სახელმწიფოები შვიდ Patriot-ის სისტემას არ იპოვიან, რომელიც უკრაინას ახლა ძალიან სჭირდება.

„პარლამენტი საბჭოს ბიუჯეტის გამოყოფაზე უარს ამბობს იქამდე, სანამ ევროპული საბჭო უკრაინის მხარდაჭერას დამატებითი Patriot-ის სარაკეტო სისტემებით არ გადაწყვეტს!“, - წერს გი ვერჰოფსტადტი X-ზე.

ვერჰოფსტადტის მოწოდებას მხარი 515-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 62 იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს