შალვა პაპუაშვილს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე - გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ე.წ. პროფესიული წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინება

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს ხელმძღვანელის პოსტზე - გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს ე.წ. პროფესიული წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინება.

ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება.

საარჩევნო კანონმდებლობისა და პარლამენტის რეგლამენტის ახალი წესის თანახმად, კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. მანამდე კი, საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით 12 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა.

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი პარლამენტში მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა. რაც შეეხება ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებს, განცხადებები ლუხუმ ბურჯალიაინმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს.

მმართველი უმრავლესობის ინიციატივით საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელებამდე, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტი აცხადებდა. უკვე მოქმედი კანონის გათვალისწინებით კი, კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს სწორედ ის წარუდგენს.

ამასთან, “საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი 3-ეტაპიანი გახდა. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება.

კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი.

76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო