უკრაინელებმა 6 ოლქში რუსების მიერ გაშვებული 17 დრონიდან 16 ჩამოაგდეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 12 აპრილის ღამეს უკრაინას Shahed-131/136 ტიპის დრონებით კიდევ ერთხელ შეუტიეს.

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, მტრის სამიზნეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა და დრონების მოგერიების მიზნით უკრაინელი დამცველების ინტენსიური მუშაობა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა ოკუპირებული ყირიმიდან უკრაინის მასშტაბით 17 დრონი და დონეცკის ოკუპირებული რეგიონის საჰაერო სივრციდან X-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს.

„საზენიტო ბრძოლის შედეგად უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალების ავიაციამ და მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა 16 „შაჰედის“ დრონი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას და ხმელნიცკის ოლქებში“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება