GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, პირველად საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, 20 აპრილს, 14:00 საათზე, D Block-ის სამუშაო სივრცეში, პირველად საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს Microsoft-ს მხრიდან პირველ აქტივობას კავკასიის რეგიონში.

„ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება სპეციალურად მოწვეული სტუმარი - Microsoft-ის პარტნიორული განვითარების მრჩეველი ედრიან გეორგი (Adrian Gheorghe).

ღონისძიებას გახსნიან StrategEast-ის კავკასიის რეგიონალური დირექტორი ლიკა მერაბიშვილი, GITA-ს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სალომე ნაფეტვარიძე და D Block-ის აღმასრულებელი დირექტორი ანი დაბრუნდაშვილი.

ღონისძიების მიზანია სტარტაპებისა და ინოვაციური IT კომპანიების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება. შეხვედრას დაესწრებიან სტარტაპების, IT კომპანიებისა და სხვა სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ღონისძიება ღიაა და დასწრება შესაძლებელია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ღონისძიება D Block-ის მხარდაჭერით იმართება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიების რეგისტრაცია

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება