19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

პროკურორი - მტკიცებულებები, რომლებიც ლაზარე გრიგორიადისის საქმეში იქნა მოპოვებული, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა - საქმეში არის თვითმხილველ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში, - ამის შესახებ 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

მისივე თქმით, მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იყო საქმეში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში. მოგეხსენებათ, რომ ბრალდების მხარეს ეს მოლოდინი ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ვინაიდან მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იყო საქმეში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა. საქმეში არის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, ასევე დაზარალებულების ჩვენებები, რომელიც მოისმინა სასამართლომ. სხვადასხვა ექსპერტიზა ჩატარდა, განისაზღვრა ავტომობილთან დაკავშირებით ზიანი. რაც შეეხება დაზარალებულებს, ფაქტობრივი გარემოებები კარგად არის ცნობილი. ბრალდებულმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა პოლიციის თანამშრომლების მისამართით, რამაც მათი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. მათ სხეულის სხვადასხვა არეში მიიღეს მძიმე ხარისხის დამწვრობა. სამედიცინო დახმარებით მოხერხდა მათი ჯანმრთელობის შენარჩუნება. არაერთი ვიდეოჩანაწერი იყო წარდგენილი. კონკრეტულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, მათ შორის არსებობდა დათვალიერების ოქმი, რომელშიც მონაწილეობდა ბრალდებულთან ერთად ადვოკატი, საკუთარი თავი მან თავად ამოიცნო. ბრალდებულის მხარე ხაზს უსვამს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც გრიგორიადისი ცეცხლს უკიდებს ავტომობილს. არა ჩვენებაში, არამედ დათვალიერების ოქმში. ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ბრალდების მხარე არ ეხება, ვინაიდან ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება.

ასევე, საქმეშია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და ამოიცნეს ბრალდებული. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შესაბამისმა ექსპერტიზამ დაადგინა ლაზარე გრიგორიადისის ვიდეოჩანაწერში არსებობის ფაქტი. ასევე, ბრალდებულის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი იქნა აღმოჩენილი და დადგენილი. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ სხვადასხვა ექსპერტიზები იქნა საქმეზე ჩატარებული და სწორედ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ჰქონდა ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი“, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის