სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე სასწავლო წელს, საჯარო სკოლების პარალელურად, პროექტი კერძო სკოლებშიც წარმატებით მიმდინარეობს.

„თავდაცვის ძალების მოქმედი ოფიცრები და სერჟანტები ქალაქ ბათუმში სკოლას „ევრო 2000“ ესტუმრნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინეს. ჯარისკაცებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. პროექტი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება