შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის 8,2 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთზე არსებული დაზიანებული ფილები ახლით შეიცვლება, არხი მონოლითური ბეტონით მოპირკეთდება, მოეწყობა ბორდიურები.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ძამის დიუკერის რეაბილიტაციაც.

„ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება. პროექტის ღირებულება 5,2 მლნ ლარზე მეტია.

სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის მარტში დასრულდება.

სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” ტექნიკურმა დირექტორმა ალექსანდრე მიქიაშვილმა დაათვალიერა და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისგან მოისმინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება