მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ ქვეკომპონენტის, სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, პროექტის კოორდინატორი რანუ სინჰუ და მსოფლიო ბანკის ექსპერტები: მიწის ადმინისტრირების მიმართულებით ანა კორსი და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ზდრავკო გალიკი. მიწის შეფასების კრიტერიუმებზე ონლაინ ფორმატში ისაუბრა ექსპერტმა რიჩარდ გროვერმა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა.

სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტი ითვალისწინებს, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების გზით, მიწის საინფორმაციო სისტემის შემუშავება-დანერგვას, ეროვნულ დონეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მასიური შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვას, მიწის მდგრადი მართვის სტრატეგიის შემუშავებას, ასევე, მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის მომზადებას და მის პილოტირებას. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მიწის ინვენტარიზაცია/დეშიფრირების სამუშაო პროცესს და სააგენტოს ტექნიკურ შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიწათსარგებლობისა (Land Use) და მიწის საფარის (Land Cover) ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის, ასევე, გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნის პროცესზე, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ საქმიანობა, რომელიც მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არც ერთ ინსტიტუციას არ უწარმოებია, ხოლო წარსულში მხოლოდ ნაწილობრივ ხორციელდებოდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით გამოცდილება არ არსებობს.

„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტის ღირებულება 14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და იგი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ თანაბრად ფინანსდება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მიწის მართვისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი სისტემის მყარი საფუძვლის შექმნას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო