იგორ ნარმანია - კრემლის მიერ მართული სასამართლოს გადაწყვეტილება აბსურდია - ძალიან ბევრ გაბრაზებულ ახალგაზრდას მიიღებენ თბილისის ქუჩებში

აბსურდია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არის კრემლის მიერ მართული, ამიტომ ძალიან ბევრ გაბრაზებულ ახალგაზრდას მიიღებენ თბილისის ქუჩებში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ განაცხადა, რითაც ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ქართველი ახალგაზრდების მიმართ სისტემის ანგარიშსწორებაა.

„ეს არის სისტემის ანგარიშსწორება ქართველი ახალგაზრდების მიმართ და დღესაც, „რუსული ოცნება“ აპირებს მიიღოს რუსული კანონი. ძალიან გაბრაზებულ ლაზარეს, ძალიან ბევრ გაბრაზებულ ახალგაზრდას მიიღებს თბილისის ქუჩებში და მიიღებს საკადრისს პასუხს, რადგან დღეს ხელისუფლებაში გვყავს კრემლის მიერ დასმული ხელისუფლება. ამ ქვეყანაში, როდესაც გვყავდა გამოვლენილი აგენტი ფარცხალაძე პროკურორად, ესენი აპირებენ დღეს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ვინმეს აგენტად გამოავლენს? ეს არის აბსურდი და აბსურდია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არის კრემლის მიერ მართული, ამიტომ ძალიან ბევრ გაბრაზებულ ახალგაზრდას მიიღებენ თბილისის ქუჩებში“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება