დიმიტრი ხუნდაძე - გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები ისევ პასუხგაუცემელია - გვჭირდება ჯავშანი იმ რეალობაში, როცა გლობალურად სახიფათო პოლიტიკური თამაშებია და ეს შესაძლოა საქართველოზე მძიმედ აისახოს

გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები ისევ პასუხგაუცემელია: რატომ არის რუსული, რატომ არის მიუღებელი, გამჭვირვალეობას გაუმჭვირვალობა რატომ სჯობს? - გვჭირდება ჯავშანი, მით უმეტეს იმ რეალობაში, როცა გლობალურად სახიფათო პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს და ეს შესაძლოა ძალიან მძიმედ აისახოს საქართველოზე,- ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის, რაც დასავლეთში მიღებულია, არ უნდა იკრძალებოდეს საქართველოსთვის.

„ინსტრუმენტი, რომელიც სწორედ დასავლეთშია შექმნილი, რომ უნდა იყოს გამჭვირვალობა და საზოგადოებისათვის იყოს ცნობილი, თუ გარედან შემოსული თანხები ვისგან არის, რამდენია და რაში იხარჯება, ეს ინსტრუმენტი სჭირდება საქართველოსაც, რადგან ქვეყანას აქვს გამორჩეული რისკები. გვჭირდება ჯავშანი, მით უმეტეს, იმ რეალობაში, როცა გლობალურად სახიფათო პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს და ეს შესაძლოა ძალიან მძიმედ აისახოს საქართველოზე. ამიტომ, საქართველოს ინსტრუმენტი და იარაღი სჭირდება, რომელიც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, რომ მან იცოდეს, გარედან შემოტანილი თანხა რაში იხარჯება, რისთვის იხარჯება და რა რაოდენობით. რა თქმა უნდა, არის თანხების ნაწილი, რომელიც ნამდვილად კარგ საქმეში არის დახარჯული, მაგრამ აქაც პარალელური კითხვა ჩნდება - თუ კარგ საქმეშია დახარჯული თანხა და არ არის ამის მიღმა უფრო მეტი შავი ფული, მაშინ რატომ არის დასამალი? - დასამალია ის, რაც არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ და სწორედ ის მალავს, ვისთვისაც სასურველია, რომ საზოგადოებამ ეს არ იცოდეს. ვფიქრობ, რომ ის, რაც დასავლეთშია მიღებული, არ უნდა იკრძალებოდეს საქართველოსთვის. როცა დასავლეთიდან ასეთი მკაცრი შეფასებები მოდის, ეს არ არის დემოკრატიაზე ზრუნვა, ქართული დემოკრატიისათვის შემოთავაზება. ეს არის სწორედ ის, რაც რასაც ვშიშობთ, რომ ეს ფული სხვა ინტერესებს ხმარდება და სხვა ინტერესების მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებამ არ იცოდეს ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება