დავით ნარმანია - სემეკ-მა კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელი აუდიტი გაამკაცრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკ-მა კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელი აუდიტი გაამკაცრა.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, ვინაიდან უფრო მეტი რესურსები და მეტი ინვესტიცია ჩაიდება ქსელის მოწესრიგებაში, მარეგულირებელი კომისია მიიჩნევს, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს მონიტორინგი და აუდიტი.

„როგორც მოგეხსენებათ, მარეგულირებელმა კომისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა რეგულირებად სექტორებში ინვესტიციები, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი თანხები დაიხარჯება როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზსა და წყალმომარაგების სექტორებში, რათა არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს და ამავდროულად, ის წყვეტები, ავარიები, რაც მომხმარებლების უკმაყოფილებას იწვევს, ეს ფაქტორები შემცირდეს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან უფრო მეტი რესურსები და მეტი ინვესტიცია ჩაიდება ქსელის მოწესრიგებაში, მარეგულირებელი კომისია მიიჩნევს, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს მონიტორინგი და აუდიტი.

თუ ადრე ჩვენ აუდიტს ვატარებდით პერიოდულად და ტარიფების დადგენის წინა პერიოდის ხარჯების აუდიტს ახორციელებდა მარეგულირებელი კომისია, ახლა ჩვენ გარდა იმისა, რომ ტრადიციულად, ტარიფების დადგენის წინ, ჩავატარებთ აუდიტს, ასევე ჩვენ პერიოდულად შუალედურ აუდიტებსაც ჩავატარებთ. ეს მოხდება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რათა უფრო მეტად გაკონტროლდეს ის საინვესტიციო რესურსები, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ დაუმტკიცა ცალკეულ კომუნალურ კომპანიებს. ეს საინვესტიციო რესურსები ტარიფის შემადგენელია და საბოლოო ჯამში, მომხმარებლებმა უნდა გადაიხადონ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი კონტროლდებოდეს“, - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ენერგეტიკის სექტორში რეფორმების განხორციელების ნაწილს, ნარმანიას თქმით, ბოლო შეფასებით მხოლოდ ორი რეკომენდაციაა შესასრულებელი.

„ყველა სხვა ძირითადი საკითხი, რაც ამ ეტაპზე შესასრულებელი იყო, შესრულებულია. ეს ორი საკითხია: სახელმწიფო გენერაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა ანუ სახელმწიფო ელექტროსისტემა და ენგურჰესი არ უნდა იყოს ერთი მფლობელის, ერთი მეპატრონის ხელში და მეორე რეკომენდაციაა ბაზრის გახსნა, დროულად, რათა ბაზრის მონაწილეებმა შეძლონ ბაზარზე ვაჭრობა. ორივე საკითხთან დაკავშირებით არსებობს გადაწყვეტის გზები და კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტის პროექტები“,- განაცხადა ნარმანიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო