კახა კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე - თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსსა და მარაზმში - როდესაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი

თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსსა და მარაზმში - როდესაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

კალაძის თქმით, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს.

"როდესაც ვსაუბრობთ ქვეყანაში სამართლიანობაზე, მნიშვნელოვან პრინციპებზე, რასაც ევროპა ეფუძნება, ევროპული მომავალი ხომ ყველას გვინდა? გვინდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყოს, თავისუფლება. ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსსა და მარაზმში. დღეს, ნებისმიერ ადამიანს აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეს შესაძლოა, სხვადასხვა ფორმით იყოს, მათ შორის აქციაზე გავიდეს. როდესაც შენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება