ირაკლი ფავლენიშვილი - ლაზარეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ხალხს, შეიცვლება ქართველი ხალხის მიერ

ლაზარეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ხალხს, შეიცვლება ქართველი ხალხის მიერ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლაზარე გრიგორიადისი აუცილებლად გათავისუფლდება.

„ეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ქართველ ხალხს - კრემლის ინტერესების გატარება, საქართველოს გაღარიბება, პოლიტიკური პატიმრებით ქვეყნის გავსება, ეს განაჩენი შეიცვლება ისევ ქართველი ხალხის მიერ. ლაზარე აუცილებლად იქნება თავისუფალი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს